воскресенье, 4 декабря 2011 г.


სკანერი არის მოწყობილობა, რომელიც ქაღალდზე არსებულ გამოსახულებას ციფრულად გარდაქმნის და საშუალებას გვაძლევს, კომპიუტერში შევიტანოთ სხვადასხვა გამოსახულება, როგორც სურათის, ასევე ტექსტის სახით, დავიმახსოვროთ ის კომპიუტერის მაგნიტურ დისკოზე და საჭიროებისამებრ დავამუშაოთ.

სკანერების კლასიფიკაცია და მათი ძირითადი პარამეტრები [რედაქტირება]

კლასიფიკაციის მიხედვით სკანერები იყოფა ორ ძირითად ტიპად:
  • შავ-თეთრი
  • ფერადი
სახელწოდებიდან გამომდინარე, შავ-თეთრი ტიპის სკანერის მეშვეობით კომპიუტერში ვღებულობთ შავ-თეთრ გამოსახულებას, ხოლო ფერადი ტიპის სკანერით - ფერადს.
თვით ეს სკანერებიც იყოფა ქვეტიპებად:
  • დოლური სკანერები
  • პლანშეტური სკანერები
  • ფურცელგამწევი სკანერები
  • ხელის სკანერები
  • ნეგატივების სკანერი
თავის მხრივ ქვეტიპებიც რამდენიმე ქვეტიპებად იყოფა. რასაც თვალსაჩინოს ხდის სკანერების კლასიფიკაციის ბლოკ-სქემა:

პრინტერს უწოდებენ მოწყობილობას, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭირვალე ფირზე, ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს. ისინი განსხვავდებიან წარმოებულობით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით, მოქმედების პრინციპით.
პრინტერის საფუძველი რთული ელექტრო მექნიკური მოწყობილობაა. იგი უზრუნველყოფს გამოსახულების ფორმირებას, ქაღალდის გადაადგილებას, საღებავის მიწოდებას და სხვა. პრინტერის შემადგენლობაშია ელექტრული ნაწილი მართვის სქემით და ბუფერული დამახსოვრების მოწყობილობით.
გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად. კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.
რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1-0,3 მმ). ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა: მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.

კლავიატურა [რედაქტირება]

კლავიატურა
კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.
კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.

დამახსოვრების მოწყობილობები [

დამახსოვრების მოწყობილობები გათვალისწინებულია დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. „დიდი ტევადობის“ ქვეშ იგულისხმება დამახსოვრების მოწყობილობა, რომლის ტევადობა რამდენიმე ასეულჯერ მეტია ოპერატიულ დამახსოვრების მოწყობილობაზე.
დამახსოვრების მოწყობილობა არის ინფორმაციის დამახსოვრების და დენგამტარების ერთობლიობა. არსებობს ორი სახის ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობა: მყარი და მოხსნადი. ამძრავი მოწყობილობა არის ჩაწერის და წაკითხვის მექანიზმის და ელექტრული სქემის ერთობლიობა. მისი კონსტრუქცია განპირობებულია ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლის ტიპით და მოქმედების პრინციპით.
ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი გარეგნულად შეიძლება იყოს დისკის ან ლენტის (ეს მოწყობილობა აღარ გამოიყენება) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპის მიხედვით ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლები იყოფიან მაგნიტურ, მაგნიტოოპტიკურ და ოპტიკურ მატარებლებად. ლენტურ დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დამახსოვრების პრინციპი, ხოლო დისკურში კი მაგნიტური, მაგნიტოოპტიკური ან ოპტიკური. ინფორმაციის დისკური დამახსოვრების მატარებელი შეიძლება იყოს მყარი ან დრეკადი.
ინფორმაციის დრეკადი მატარებლის გამოშვება წარმოებს დისკების ან ფლოპი დისკების (უკვე მოძველდა) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი წარმოადგენს გარკვეული ზომის სპეციალურ ფირს. იგი დაფარულია სპეციალური ფერომაგნიტური ფენით და მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში.